LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დორის ძიებაში“ ამერიკული კინოგაქირავების ყველაზე შემოსავლიანი მულტფილმია

115

სტუდია Pixar-ის მულტფილმი „დორის ძიებაში“ ამერიკული კინოგაქირავების ყველაზე შემოსავლიანი ანიმაციური პროექტი გახდა. მისმა მოგებამ სამშობლოში 445 მილიონ დოლარს გადააჭარბა, ამ მაჩვენებელმა კი მეორე ადგილზე გადაიყვანა „შრეკი 2“, რომელიც თავის დროზე 441 მილიონი დოლარით პირველ ადგილს იკავებდა.

აღსანიშნავია, რომ მულტფილმი ჯერ არ გამოსულა დიდ ბრიტანეთსა და გერმანიაში, ასევე იაპონიაში, სადაც სტუდია Pixar-ის ნამუშევრები დიდი მოთხოვნით სარგებლობს.

შეგახსენებთ, რომ მულტფილმზე „დორის ძიებაში“ ელენ დეჯენერისი, იდრის ელბა, დომინიკ უესტი და სხვა ცნობილი ადამიანები მუშაობდნენ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები