ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის დედის დღევანდელ განცხადებას, ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე, ნელი დოროყაშვილი პასუხობს.
როგორც დოროყაშვილი აღნიშნავს, ის ნატალია ნაჭყებიას წინააღმდეგ სარჩელს მოამზადებს.
სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, დოროყაშვილმა განაცხადა, რომ ნაჭყებიას ჩვენების მიცემის დროს, დღეს ადგილი ჰქონდა ცილისწამებას:
„2 წელია, დაცვის მხარე დანაშაულს არ აღიარებს. მე სხვა მოლოდინი არ მქონია, რადგან დაცვის მხარის პოზიცია 2 წელია ბრალს არ აღიარებს, შესაბამისად, სხვა მოლოდინი ამ ადამიანისგან არ მქონია. ეს ოჯახი ისევ აგრძელებს დისკრედიტაციას. ფაქტობრივად, რაც ხდებოდა – ჩემი დისკრედიტაცია, დაკნინება და ფსიქოლოგიური წნეხი ამ ოჯახის მხრიდან, კვლავ გრძელდება.
მეც მაქვს ტელეფონში ნატალია ნაჭყებიასთან მინაწერები. მსგავსი მიმოწერები მე პირადად არ მახსენდება. ალბათ, დადგება ამის ავთენტურობის საკითხიც. ასევე ადგილი ჰქონდა ცილისწამებას. ბევრ ნაწილში ჰქონდა ცილისწამებას ადგილი, მე მოვინიშნე ეს დეტალები და სარჩელს აუცილებლად მოვამზადებ.
სამწუხაროდ, ეს მინაწერები, არ მეცნო. ძალიან ბევრი ცრუ ინფორმაცია მოვისმინე. კიდევ ერთხელ გავმეორდები, სხვა მოლოდინები არ მქონდა, იმიტომ რომ მათ ეს პოზიცია აქვთ, ორი წელია, ბრალს არ აღიარებენ“, – განაცხადა პროცესის დასრულების შემდეგ დოროყაშვილმა.
