LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

A P: დორტმუნდში ევროპის ჩემპიონატის გულშემატკივრებისთვის განკუთვნილი ზონა და ქალაქის პარკში თამაშის საყურებლად მოწყობილი სივრცე ქარიშხლის საფრთხის გამო დაიხურა

167
დორტმუნდი

„საქართველო-თურქეთის მატჩამდე დორტმუნდში ევროპის ჩემპიონატის გულშემატკივრებისთვის განკუთვნილი ზონა და ქალაქის პარკში თამაშის საყურებლად მოწყობილი სივრცე ქარიშხლის საფრთხის გამო დაიხურა.“ – ინფორმაციას ქალაქ დორტმუნდის ხელმძღვანელობა ავრცელებს.

A P – ის ცნობით, ქალაქის ხელმძღვანელობა გულშემატკივრებს, ვისაც სტადიონზე თამაშის დასასწრებად ბილეთები არ აქვთ, სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.

გერმანიის მეტეოროლოგიურმა სამსახურმა დასავლეთ და ცენტრალურ გერმანიაში ამინდის მკვეთრი გაუარესების შესახებ გაფრთხილება გაავრცელა, რის საფუძველზეც გულშემატკივართა ზონები დაიხურა ევროპის ჩემპიონატის მასპინძელ კიდევ სამ ქალაქში – კელნში, დიუსელდორფსა და გელზენკირხენში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g