LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Dr. Dre-ის ვარსკვლავი გაუხსნეს

160
IMG_20240320_024110_303

ჰოლივუდის კომერციულმა პალატამ, Dr. Dre-ის საკუთარი სახელობის ვარსკვლავი გაუხსნა.

ამ ღირსშესანიშნავ დღეს, საკულტო ჰიპ-ჰოპ შემსრულებლის გასამხნევებლად, ჰოლივუდის დიდების ხეივანში თავი მოიყარეს მისმა ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა.

განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა 59 წლის რეპერის გვერდით მისი კოლეგების: სნუპ დოგის, ემინემისა და 50 Cent-ის დანახვა.

,,კომპტონში გაზრდილი, ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ერთ დღეს ჩემი ბავშვობის გმირთა შორის ვიქნებოდი“, – თქვა სიტყვით გამოსვლისას Dr. Dre-იმ.

შეგახსენებთ, რომ ლეგენდარული ოთხეული ბოლოს ერთად, 2022-ში, ,,სუპერ-ბოულზე” პერფორმანსისას ვიხილეთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები