LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დრამატული და საინტერესო მოვლენები გველის.. უკრაინა გაიმარჯვებს და ეს ამ წელს მოხდება“: ზურაბ ბატიაშვილი

154
უკრაინა

რონდელის ფონდის მკვლევარი და აღმოსავლეთმცოდნე, ზურაბ ბატიაშვილი უკრაინაში ომის შესაძლო განვითარებასა და უკრაინელებისთვის ჯავშანტექნიკის გადაცემის მნიშვნელობაზე სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ დასავლეთის მიერ მიღებულია გადაწყვეტილება, რომ რუსეთ-უკრაინის ომი წლებზე არ უნდა გაიწელოს:

„იგი 2023-ში უნდა დასრულდეს და დასრულდეს უკრაინის გამარჯვებით. ამისთვის კი მას ესაჭიროება ჯავშანტექნიკა, რომ განახორციელოს წარმატებული კონტრშეტევები. ამ ჯავშანტექნიკას კი მიაწვდის დასავლეთი;

ზურაბ ბატიაშვილი: „დადგმულ შეხვედრებზეც კი ჯავშანჟილეტით დადის. მშიშრების მოგებული ომი გინახავთ? ვერც ესენი მოიგებენ!“

ღმოსავლეთმცოდნე, ზურაბ ბატიაშვილი სოციალურ ქსელში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის სამხედროებთან შეხვედრის ამსახველ ერთ-ერთ ფოტოს ავრცელებს.

პარალელურად, მცირდება რუსული სამხედრო შესაძლებლობები (ტექნიკა, ჭურვები, მომზადებული სამხედრო ნაწილები და ა.შ.); ამ დასავლური ტექნიკის უკრაინაში ჩაყვანას, უკრაინელი სამხედროების მომზადებას მათ გამოსაყენებლად 1-2 თვე დასჭირდება, რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება კონტრშეტევების დაწყება და რუსების გაყრა ოკუპირებული ტერიტორიებიდან;

ამგვარად პუტინს და რუს სამხედროებს 1-2 თვე აქვთ რამის მოსაფიქრებლად. თუ ომის თითქმის 11-თვიან პერიოდს შევხედავთ, მათ აზრიანი ვერაფერი მოიფიქრეს. არცერთმა შანტაჟმა (ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენება, ატომური ელექტროსადგურის შესაძლო აფეთქება, ხორბლის კრიზისის შექმნის მცდელობა, კახოვკას ჰესის შესაძლო აფეთქება და ა.შ.) არ გაჭრა. ვფიქრობ, რომ ისინი ვერც ახლა მოიფიქრებენ რამე ისეთს, რაც მათ გადაარჩენდა;

მაქსიმუმი, რაც მათ შეუძლიათ მოიფიქრონ/გააკეთონ, ეს არის მობილიზაციის ახალი ტალღების დაწყება რუსეთში და საზარბაზნე ხორცის დიდი რაოდენობით შეყრა ფრონტის ხაზზე. ესეც დიდს ვერაფერს შეცვლის, მაგრამ დროში გაწელავს მოვლენებს, რადგან მათ განადგურებას დრო და ენერგია დასჭირდება.

ასე რომ წინ საინტერესო და დრამატული მოვლენები გველის. უკრაინა გაიმარჯვებს და ეს ამ წელს მოხდება!“ – წერს ზურაბ ბატიაშვილი.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები