ჯენიფერ ლოპესისა და დრეიკის რომანის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. არცერთი მათგანი ამ ურთიერთობაზე არ საუბრობს, ბევრის აზრით კი ეს უბრალოდ პიარ-სვლა იყო, რაც ერთობლივ შემოქმედებას დაედო საფუძვლად.
დრეიკთან დაშორების შემდეგ მალევე ლოპესი ახალი მამაკაცის, ალექს როდრიგესის კომპანიაში გამოჩნდა. ამ დღეებში, კანადელმა მუსიკოსმა ახალი სიმღერა „Free Smoke“ გამოუშვა, სადაც ყოფილ ურთიერთობაზე მღერის, კერძოდ კი სიმღერის შინაარსის მიხედვით, ის კვლავ სწერს ლოპესს მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს, თუმცა ისინი ადრესატამდე არ მიდის. არის ეს მორიგი ვარსკვლავური ინტრიგა თუ დრეიკის რეალური განცდები, უცნობია.