ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების მაღაზიათა ქსელი ”დრესაპ ჯგუფი” საკუთარ მომხმარებელს გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით აქციას სთავაზობს. როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, ფასდაკლებები დღეს დაიწყო და ის რამდენიმე დღე გაგრძელდება გაგრძელდება.
”დღეიდან Levi’s-ის, Lee & Wrangler-ის, Mavi-ის, FActory -ისა და Jeans Gallery-ის მაღაზიებში ნებისმიერი მსურველი შეძლებს ისარგებლოს აქციით ახალ კოლექციებზე. აქციის ფარგლებში გაზაფხული-ზაფხულის 2016 წლის კოლექციიდან ნებისმიერი ნივთის შეძენის შემთხვევაში, პირველ შენაძენზე კლიენტი მიიღებს 15%-იან ფასდაკლებას, მეორე შენაძენზე კი უკვე -30%-იანი ფასდაკლება გავრცელდება”, – განაცხადეს ”დრესაპ ჯგუფში”.
ცნობისთვის, „დრესაპ ჯგუფი“ 20 წელზე მეტია, რაც ქართულ ბაზარზეა და დღეისათვის წარმოდგენილია მაღაზიებით: Jeans Gallery, Factory, Atrio, Levis, Lee & Wrangler და Mavi, ჯამში 20 ფილიალით. ამასთანავე, „დრესაპ ჯგუფი“ ბრენდების: Levis, Dockers, Lee, Wrangler, Rifle, Mavi, Vans, Falke, Burlington – ექსკლუზიური და 50-ზე მეტი ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. მათ შორისაა: Bensimon, Toms, Converse, Lacoste, Softinos, Gaimo, Lloyd, Doucal’s, Fabi, AS.98, Ash, Ixos, MSGM, AGL, Moreschi, Henderson Baracco და ა.შ.