LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დრესაპ ჯგუფი” ჯინსის დაბადების დღესთან დაკავშირებით აქციას იწყებს

291

ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების  მაღაზიათა ქსელი ”დრესაპ ჯგუფი”,  ჯინსის დაბადების დღესათან დაკავშირებით , საკუთარ მომხმარებელს აქციას სთავაზობს.  როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს აქცია 16 მაისს დაიწყო და მთელი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

”მოგეხსენებათ, დღესდღეისობით ლურჯი ჯინსი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელია ნაწილია. შესაბამისად, ჯინსის დაბადების დღესთან დაკავშირებით, 22 მაისის ჩათვლით,  ჩვენს მომხმარებლებს ვთავაზობთ აქციას: 20%-იანი  ფასდაკლება, შარვლის ნებისმიერ  შენაძენზე ახალი კოლექციდან. აქციით სარგებლობა შესაძლებელია „დრესაპ ჯგუფის“ ყველა იმ მაღაზიაში, სადაც ჯინსები არის წარმოდგენილი, ესენია: Levis, Lee &Wrangler, Mavi და Jeans Gallery. ამასთან ერთად, ნებისმიერი მომხმარებელი, ყოველ 250 ლარის შენაძენზე ახალი კოლექციიდან მიიღებს 50 ლარიან სასაჩუქრე ვაუჩერს, რომლის გამოყენება უკვე ფეხსაცმლის ახალ კოლექციებზე იქნება შესაძლებელი”, – განაცხადა ”დრესაპ ჯგუფის” მარკეტინგის დირექტორმა, ირაკლი მკერვალიშვილმა.

მისივე ინფორმაციით,  „დრესაპ ჯგუფი” საქართველოში წარმოადგენს  ჯინსის ისეთ ბრენდებს, რომელთაც საუკუნუზე მეტი ხნის ისტორია აქვთ. მაგალითად,  LEE – 127 წლისაა, Wrangler – ის ისტორია 119 წლის წინ იწყება, რაც შეეხება Levi’s-ს,  მისი„ლურჯი ჯინსი“  143 წლის იუბილეს 20 მაისს აღნიშნავს.

 

ცნობისთვის, საქართველოში პირველად Levi’s-ის ბრენდული მაღაზია 1994 წელს „დრესაპ ჯგუფმა“ გახსნა.  აღსანიშნავია, რომ ჯგუფი არა მარტო Levis-ის, არამედ Dockers-ის, Lee-ს, Wrangler-ის, Rifle-სა და Mavi-ს  ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g