LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”დრესაპ ჯგუფი” სეზონურ ფასდაკლებას იწყებს

185

ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების  მაღაზიათა ქსელი ”დრესაპ ჯგუფი” სეზონურ ფასდაკლებას იწყებს.

როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, ფასდაკლებების აქცია 28 ივნისს დაიწყო და ის ზაფხულის ბოლომდე გაგრძელდება.

”Levi’s-ის, Lee & Wrangler-ის, Mavi-ის, FActory-ის და Jeans Gallery-ის მაღაზიებში ნებისმიერი მსურველი შეძლებს ისარგებლოს აქციით ახალ კოლექციებზე. აქციის ფარგლებში გაზაფხული-ზაფხულის 2016 წლის კოლექციებიდან გარკვეული მოდელების შეძენისას მომხმარებელი 30%-იან ფასდაკლებას მიიღებს. ცნობისთვის, აქცია ”ბენსიმონების” სხვადასხვა მოდელზეც ვრცელდება”, – განაცხადეს ”დრესაპ ჯგუფში”.

ცნობისთვის,  „დრესაპ ჯგუფი“  20 წელზე მეტია, რაც ქართულ ბაზარზეა და დღეისათვის წარმოდგენილია მაღაზიებით:  Jeans Gallery, Factory, Atrio, Levis, Lee & Wrangler და Mavi, ჯამში  20 ფილიალით. ამასთანავე, „დრესაპ ჯგუფი“  ბრენდების: Levis, Dockers, Lee, Wrangler, Rifle,  Mavi, Vans, Falke, Burlington – ექსკლუზიური  და  50-ზე მეტი ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. მათ შორისაა: Bensimon, Toms, Converse, Lacoste, Softinos, Gaimo, Lloyd, Doucal’s, Fabi, AS.98, Ash, Ixos, MSGM, AGL, Moreschi, Henderson Baracco  და ა.შ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები