LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”დრესაპ ჯგუფში” სააღდგომო აქცია დაიწყო

120

ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების  მაღაზიათა ქსელი ”დრესაპ ჯგუფი” საკუთარ მომხმარებელს სააღდგომო აქციას სთავაზობს. როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, ფასდაკლებები დღეს დაიწყო და ის 30 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.

”26-დან 30 აპრილამდე Levi’s-ის, Lee & Wrangler-ის, FActory-ის და ”ჯინს გალერის” მაღაზიებში ნებისმიერი მსურველი შეძლებს ისარგებლოს სააღდგომო აქციით ახალ კოლექციებზე. აქციის ფარგლებში გაზაფხული-ზაფხულის 2016 წლის კოლექციიდან ნებისმიერი ნივთის შეძენის შემთხვევაში, მეორე შენაძენზე კლიენტი მიიღებს 25%-იან ფასაკლებას, მესამე შენაძენზე კი უკვე -50%-იანი ფასდაკლება გავრცელდება”, – განაცხადეს ”დრესაპ ჯგუფში”.

მათივე ინფორმაციით, გარკვეული სახის ფასდაკლებები  მაღაზიათა ქსელში წინა სეზონის კოლექციებზეც მიმდინარეობს.

ცნობისთვის,  „დრესაპ ჯგუფი“  20 წელზე მეტია, რაც ქართულ ბაზარზეა და დღეისათვის წარმოდგენილია მაღაზიებით:  Jeans Gallery, Factory, Atrio, Levis, Lee & Wrangler და Mavi, ჯამში  20 ფილიალით. ამასთანავე, „დრესაპ ჯგუფი“  ბრენდების: Levis, Dockers, Lee, Wrangler, Rifle,  Mavi, Vans, Falke, Burlington – ექსკლუზიური  და  50-ზე მეტი ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. მათ შორისაა: Bensimon, Toms, Converse, Lacoste, Softinos, Gaimo, Lloyd, Doucal’s, Fabi, AS.98, Ash, Ixos, MSGM, AGL, Moreschi, Henderson Baracco  და ა.შ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g