LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Driving Home for Christmas საკულტო საშობაო სიმღერა კრის რის შემოქმედებიდან – არტისტი 74 წლის ასაკში გარდაიცვალა

186
photo-collage.png (26)

22 დეკემბერს, 74 წლის ასაკში, ინგლისელი არტისტი – კრის რი გარდაიცვალა. მუსიკოსმა ,,კლინიკაში, ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ მშვიდად, ოჯახის წევრების გარემოცვაში სამუდამოდ განისვენა”.

კრის რი მუსიკალურ ასპარეზზე 1978 წელს გამოჩნდა. მან მელომანებს არაერთი ჰიტი დაუტოვა, რომელთაც მისი კარიერის 25 ალბომი აერთიანებს. მომღერალმა უკანასკნელი დისკი 2019 წელს გამოუშვა.

აღსანიშნავია, რომ რის შემოქმედებიდან ყოველი წლის მიწურულს, წინა სადღესასწაულო დღეებში ყოველთვის აქტუალურია სიმღერა – Driving Home for Christmas, რომელიც 1986 წლით თარიღდება და საშობაო კლასიკადაა აღიარებული.

საკულტო საშობაო ჰიტს ემოციური ისტორია აქვს და მისი ავტორი, თავად შემსრულებელია. ჩანაწერის ისტორია რის ავტობიოგრაფიული გამოცდილებიდან იწყება. რიმ კომპოზიცია რელიზამდე 8 წლით ადრე დაწერა, როცა საშობაოდ მეუღლესთან ერთად ლონდონიდან, Abbey Road Studios-იდან მანქანით მიდლსბროში, მშობლიურ სახლში მიდიოდა. სიმღერა გზაზე გაჩენილ ემოციებსა და მოლოდინს აღწერს.

Driving Home for Christmas პოპულარული მარტივი, მაგრამ ძლიერი მესიჯის გამო გახდა – საყვარელი ადამიანების ნახვის სიხარული და სახლში დაბრუნების თბილი გრძნობა, რაც მას ყველა თაობისთვის საყვარელ საახალწლო სიმღერად აქცევს. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები