LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დრო აღარ გვაქვს, რამდენ ბავშვს მოწამლავენ ასე?!..“

114

კინომცოდნე გიორგი კალატოზიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს იმ პრობლემის შესახებ, რომელიც ალბათ, თითოეულ ჩვენგანს აწუხებს – მანქანების გამონაბოლქვი, რომელიც გარემოს აბინძურებს და ადამიანებს მძიმე სენით აავადებს. გიორგი კალატოზიშვილი სამოქალაქო საზოგადოებისგან ამ თემაზე მეტ აქტიურობას ითხოვს:

„როდემდე ვითმინოთ?! როდემდე უნდა ვდებდეთ ასეთ ფოტოებს „ფეისბუქზე“?! ამას პეტიცია არ შველის! ამას მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების გააქტიურება სჭირდება! დრო აღარ გვაქვს. დღეს რომ გვეუბნებიან, 2017 წლიდან ამოქმედდება ტექნიკური დათვალიერება და ა.შ. და ა.შ. მე ვერ დაველოდები 2017 წელს! არ დაველოდები! 2017 წლამდე კიდევ რამდენ ადამიანს, რამდენ ბავშვს მოწამლავენ ასე?! ქალაქის მერია, შსს, გარემოს დაცვის სამინისტრო არ აქტიურობს და არ ებრძვის სათანადოდ ამ პრობლემას. მაინცდამაინც მე, ან თქვენ უნდა აღმოგვაჩნდეს სიმსივნე, რომ ვაიძულოთ ამ ქვეყნის ხელისუფალი, მიიღოს შესაბამისი ზომები და რაც შეიძლება მალე?! “ – კითხულობს პოსტის ავტორი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g