90-იანი წლების ერთ-ერთი პოპულარული მსახიობი, რომელიც საკულტო დეტექტიური სერიალით გახდა ცნობილი, ამ დღეებში ლოს-ანჯელესის ქუჩებში სრულად განსხვავებული იერით გამოჩნდა.
59 წლის ჯეიმს მარშალი ნიუ-იორკში ძაღლთან ერთად სეირნობისას დააფიქსირეს. მას შავი ჰუდი, ნაცრისფერი ჯინსი და შავი სპორტული ფეხსაცმელი ეცვა. ეკრანზე ახალგაზრდული იმიჯისგან განსხვავებით, დღეს მას ჭაღარა, ხშირი წვერი აქვს, ხოლო ოდესღაც მუქი და სქელი თმა, მოკლედ გადაპარსული.
„დრო დაუნდობელია“, „რადიკალურად შეიცვალა“, – არ წყდება კომენტარები.
ჯეიმს მარშალი Twin Peaks-ის ორივე სეზონში (1990–1991) რეგულარულად მონაწილეობდა. მოგვიანებით მან იგივე როლი გაიმეორა 1992 წლის პირველ ფილმში, Twin Peaks: Fire Walk with Me, რომლის რეჟისორიც დევიდ ლინჩი გახლდათ.

