LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დროა, დავაბრუნოთ შოტლანდია სწორ გზაზე“ – ქვეყნის პირველ მინისტრს დამოუკიდებლობის საკითხზე რეფერენდუმის გამართვა 2023 წლის 19 ოქტომბერს სურს

92
Sotlandia

შოტლანდიის პირველმა მინისტრმა დამოუკიდებლობის შესახებ ახალი რეფერენდუმის ჩატარების თარიღი დაასახელა. ნიკოლა სტარჯონს სურს, რომ დამოუკიდებლობის საკითხზე რეფერენდუმი 2023 წლის 19 ოქტომბერს გაიამართოს.

აღნიშნულის შესახებ ნიკოლა სტარჯონმა შოტლანდიის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სტარჯონის განცხადებით, დიდი ბრიტანეთიდან გამოსვლის შესახებ რეფერენდუმი შოტლანდიაში 2023 წლის 19 ოქტომბერს გაიმართება.

„დროა, დავაბრუნოთ შოტლანდია სწორ გზაზე, გზაზე, რომელიც აქ მცხოვრებლებმა აირჩიეს. ახლა დამოუკიდებლობის დროა. დამოუკიდებლობა მოგვცემს შესაძლებლობას, ვიაროთ ჩვენი გზით, ავაშენოთ უფრო მდიდარი, უფრო მწვანე, უფრო სამართლიანი სახელმწიფო, ვიყოთ ღია და საერთაშორისო“, – განაცხადა სტარჯონმა.

​მისი თქმით, ლონდონის წინააღმდეგობის მიუხედავად, მან შოტლანდიის მთავარ იურისტს, ლორდ-ადვოკატს მიმართა თხოვნით, დიდი ბრიტანეთის უზენაეს სასამართლოში შეიტანოს პეტიცია დამოუკიდებლობის საკონსულტაციო რეფერენდუმის ჩასატარებლად.

შოტლანდიის დიდი ბრიტანეთიდან გამოყოფის შესახებ რეფერენდუმი 2014 წელსაც ჩატარდა. მაშინ, მოსახლეობის 55-მა პროცენტმა დიდი ბრიტანეთის შემადგენლობაში დარჩენას დაუჭირა მხარი.

ლონდონს მეორე რეფერენდუმისთვის ნებართვის გაცემა არ სურს, თუმცა სტარჯონი ამტკიცებს, რომ 2014 წლის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი დატოვა, მაშინ როცა შოტლანდიის მოსახლეობის უმეტესობას ევროკავშირის წევრობა სურს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები