საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე, პროფესორი გიორგი ფხაკაძე ყველასთვის ცნობილი ანთების საწინააღმდეგო პრეპარატის, „ნიმესილის“ შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ აღნიშნული პრეპარატი, რომელიც კვლავ იყიდება აფთიაქებში და ექიმების მიერ აქტიურად ინიშნება, სიცოცხლისთვის საშიშია.
პროფესორის თქმით, დროა მისი სერიოზული გვერდითი მოვლენების გამო, აღნიშნული მედიკამენტი საქართველოში აიკრძალოს:
„ნიმესილი – სიცოცხლისთვის საშიში პრეპარატი, რომელიც საქართველოში კვლავ იყიდება! დროა, ნიმესილი აიკრძალოს საქართველოში!
ნიმესილი – რატომ არის ეს პრეპარატი საშიში?
ნიმესილი (Nimesulide) არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატია (NSAID), რომელიც ბევრ ქვეყანაში აკრძალულია მისი სერიოზული გვერდითი მოვლენების გამო!
მიუხედავად ამისა, საქართველოში ნიმესილი კვლავ იყიდება აფთიაქებში და ექიმების მიერ აქტიურად ინიშნება!
განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ ეს პრეპარატი ინიშნება ბავშვებში, ორსულებში და ხანდაზმულებში, რომელთათვისაც ნიმესილის მიღება უკიდურესად საშიშია!
ქვეყნები, რომლებმაც ნიმესილი აკრძალეს და რატომ?“, – წერს ფხაკაძე სოციალურ ქსელში და აქვეყნებს ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც ნიმესილის მიღება აკრძალულია.
ვრცელი პოსტი იხილეთ
❌🇬🇪 ნიმესილი – სიცოცხლისთვის საშიში პრეპარატი, რომელიც საქართველოში კვლავ იყიდება! ❌ პროფესორი გიორგი ფხაკაძე,…
Posted by Giorgi Pkhakadze on ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025