„ეს არის ოლგარქის პირადი ანგარიშწორება, საქართველოს მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ,“ – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა, განაცხადა.
უდუმაშვილი საპროტესტო აქციას რამდენიმე წუთის წინ შემუერთდა.
„ამ პროცესებს, რომელიც მიმდინარეობს მიხეილ სააკაშვილის წონააღმდეგ და თან სასამართლო ჰქვია, საერთო არაფერი აქვს სამართლიანობასთან. ეს არის ქართველი ოლიგარქის პირადი ანგარიშწორება საქართველოს მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ. სწორედ ამიტომ ვართ ჩვენ აქ, რომ დროა, შეწყდეს საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა. ეს პროცესები საქართველოს დემოკრატიას და სახელმწიფოებრივ განვითარებას აფერხებს,“ – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
სააკშვილის ადვოკატი, ბექა ბასილაია, პროცესს “პოლიტიკურად მოტივირებულს” უწოდებს და ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილმა გამოიყენა პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლება, რაზეც გამოძიება ედავება.