ევროპის კომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის ქვეყნებისთვის დადგა დრო, იმსჯელონ სავალდებულო ვაქცინაციაზე. ამის სესახებ მან ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ევროკავშირის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მსგავსი ზომები აუცილებელია კორონავირუსის ახალი, ბევრად უფრო გადამდები ვარიანტის, „ომიკრონის“ გამოჩენისა და აუცრელ მოქალაქეთა შორის ინფიცირების მაჩვენებელთა ზრდის გამო.
შეგახსენებთ, ომიკრონ შტამი პირველად ნოემბრის დასაწყისში აღმოაჩინეს. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ის შესაძლოა საფრთხეს წარმოადგენდეს, ვინაიდან ბევრად უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე წინა ვარიანტები და დიდი რაოდენობით მუტაციებს შეიცავს.