პარტია “დროას” წევრებმა იუსტიციის სამინისტროსთან აქცია-პერფორმანსი გამართეს.
კერძოდ, უწყების ხელმძღვანელს, რატი ბრეგაძეს ფაფის ქილები მიუტანეს და ამ ფორმით ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული ვიდეომასალის გასაჯაროება გააპროტესტეს.
პერფორმანსის მონაწილეები მიმართავენ იუსტიციის მინისტრსა და პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლებს, თავად მიიღონ ერთი კვირის განმავლობაში აღნიშნული პროდუქტი, რომელიც არ არის საჭმელი და არის მინერალები.
შეგახსენებთ, პარტია “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, 3 ნოემბრიდან პარლამენტში შიმშილობს.