პარტიის „ელენე ხოშტარია – დროა“ ზუგდიდის ოფისი დააზიანეს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად პარტია ავრცელებს.
პარტიის ინფორმაციით, დღეს თანამშრომლებს ოფისის ვიტრინაზე წარწერები დახვდათ, მათ შორის – „მკვლელი” .
როგორც პარტიაში აღნიშნავენ, ასევე, ოფისის ვიტრინაზე გაკრული სტიკერები დაზიანებულია.