იტალიური მოდის სახლის, Dolce & Gabbana-ს ჩვენება, მოდელების ნაცვლად, დრონებმა გახსნეს. ახალი კოლექციის ორიგინალურად წარდგენამდე, ორგანიზატორემა დამსწრე საზოგადოება გააფრთხილეს,რომ ჩვენების დროს გამოერთოთ Wi-Fi – მოწყობილობებში. ამის შესახებ dailymail წერს.
გამოცემის ცნობით, ღონისძიების დასასრულს, ახალი ტექნოლოგიები ჩვენების ტრადიციულმა ნაწილმა – მოდელებმა ჩაანაცვლეს და Dolce & Gabbana-ს 2018 წლის შემოდგომა-ზამთრის ტანსაცმლის ხაზი წარმოადგინეს.