LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დროზე გაიყვანონ საზღვარგარეთ, ეს ადამიანი მერე აღარ იქნება და შემდეგ ამ კვლევას ან სხვა რამეს, რა აზრი აქვს?“ – გიული ალასანია შვილზე

147
BeFunky-collage (7)

მირჩევნია, რომ დროზე გაიყვანონ საზღვარგარეთ, ეს ადამიანი მერე აღარ იქნება და შემდეგ ამ კვლევას ან სხვა რამეს, რა აზრი აქვს? ფაქტია, რომ კარგად არ არის, ძალიან სუსტად არის, – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის დედამ გიული ალასანიამ ჟურნალისტებს მისი შვილის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით კლინიკა „ვივამედში“ განუცხადა.

გიული ალასანიას თქმით, მან მისი შვილის მკურნალი ექიმი მოინახულა, რომელთანაც საუბარი ჰქონდა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და იმ საკითხზე, რომ საკვებს ვერ იღებს, რაც პრობლემად რჩება.

როგორც გიული ალასანიამ აღნიშნა, მისი პოზიციაა, რომ მიხეილ სააკაშვილი გაიყვანონ საზღვარგარეთ სამკურნალოდ და დაიწყოს კომპლექსური მკურნალობა, რაც მას სჭირდება.

„მე პირადად ველოდები და თვითონაც ელოდება კლინიკაში კომისიის შესვლას. ამ კომისიაზეა დამყარებული მთელი იმედი, რომ ისინი დადებენ ობიექტურ სურათს, ობიექტური დიაგნოზით

კვლევებიც ალბათ გრძელდება, ამ შაბათ-კვირას ალბათ არ იქნება, მაგრამ მერე რას უპირებენ, ესეც არ ვიცი. რაღაც გაგრძელდება ალბათ, არ ვიცი. მირჩევნია, რომ უკვე დროზე გაიყვანონ, ეს ადამიანი მერე აღარ იქნება და ამ კვლევას ან სხვა რამეს, რა აზრი აქვს. ფაქტია, რომ კარგად არ არის, ძალიან სუსტად არის“,- აცხადებს გიული ალასანია.

კლინიკა “ვივამედში” საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მკურნალმა ექიმმა თამარ დავრაშვილმა დღეს მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა, თუმცა მას მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე არ უსაუბრია.

თქვა, რომ “მკურნალობა მიდის ისე, როგორც საჭიროა“.

„ახლა მოდის კომისია და ყველაფერი დაიდება, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება”,- განაცხადა მან.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის საქმის მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა 25 აპრილს პენიტენციურ სამსახურს დაავალა, სააკაშვილთან ცენტრ „ემპათიას“ ექსპერტები დაუშვას.

magti 5g