დუა ლიპას მესამე სტუდიური ალბომის – Radical Optimism მხარდასაჭერი მსოფლიო ტურნე დასასრულს მიუახლოვდა. არტისტი ტურნეს უკანასკნელი პერფორმანსით 5 დეკემბერს, მეხიკოში წარდგება.
1-ელ დეკემბერს შემსრულებელმა მექსიკაში დაგეგმილი დასკვნითი სამი კონცერტის პირველი შოუ გამართა. იმის გათვალისწინებით, რომ ტურნეს განმავლობაში ლიპა ადგილობრივი მუსიკოსების სიმღერების ქავერით პატივს მიაგებდა თითოეულ ქვეყანას, რომელთაც სტუმრებდა, კონცერტამდე ქსელში აქტიურად განიხილებოდა, თუ რომელ მექსიკურ სიმღერას აირჩევდა არტისტი შესასრულებლად.
აღმოჩნდა, რომ არჩევანი მომღერალმა მექსიკელი პიანისტისა და კომპოზიტორის, კონსუელო ველასკესის საკულტო ჩანაწერზე – Bésame Mucho გააკეთა, რომლის მის მიერ გადამღერება საღამოს ემოციურ მომენტად იქცა.
შეგახსენებთ, რომ ტურნეს განმავლობაში ჩატარებულ შოუებზე, დუა ლიპამ საკუთარი ინტერპრეტაციით ისეთი ჰიტებიც შეასრულა, როგორებიცაა: AC/DC-ის Highway to Hell, ნატალია იმბრულიას Torn და კაილი მინოუგის Can’t Get You Out of My Head.
დუა ლიპამ გვენ სტეფანისთან ერთად საკულტო ჰიტი – Don’t Speak შეასრულა
დუა ლიპამ მესამე სტუდიური ალბომი – Radical Optimism გასული წლის 3 მაისს გამოუშვა, მისი მხარდასაჭერი მსოფლიო ტურნე კი, 5 ნოემბერს დაიწყო.