LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დუა ლიპას ახალი სიმღერის კლიპი იმავე ლოკაციაზე გადაიღეს, სადაც კაილი მინოუგის 2003 წლის ჰიტის ვიდეო

151
PRC_173659273

დუა ლიპამ მომავალი მუსიკალური პროექტის ახალი სინგლი – Illusion გამოუშვა. სიმღერის რელიზი, თანმხლებ კლიპთან ერთად შედგა. მუსიკალური რგოლი ბარსელონაში, მონჟუიკის საცურაო აუზზე გადაიღეს.

აღსანიშნავია, რომ 2003 წელს, ამავე ლოკაციაზე შეიქმნა კაილი მინოუგის ჰიტის – Slow ვიდეო.

ინგლისელი მომღერლის თქმით, Slow ავსტრალიელი კოლეგის შემოქმედებიდან, მისი ფავორიტი ნამუშევარია.

ცნობისთვის, 2020-ში, დუა ლიპამ კაილი მინოუგთან, ამ უკანასკნელის სიმღერის – Real Groove ახალ ვერსიაზე იმუშავა.

შეგახსენებთ, რომ დუა ლიპას მესამე სტუდიური ალბომი – Radical Optimism 17 მაისს გამოვა. დისკიდან ასევე ცნობილია სინგლები: Houdini და Training Season.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები