LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დუა ლიპას ახდენილი ოცნება – მომღერალი ,,გლასტოზე” ჰედლაინერის სტატუსით გამოვიდა

186
0_MAIN_LIPA

დუა ლიპას ფანებისთვის ცნობილი ფაქტია, რომ ბავშვობიდან მათი კუმირის ოცნება, ,,გლასტონბერზე” გამოსვლა იყო. ინგლისელმა მომღერალმა, რომელიც უკვე დიდი ხანია იქცა პოპ სენსაციად, მიზანს 28 წლის ასაკში მიაღწია. 26 ივნისს, არტისტი ფესტივალის ჰედლაინერად იქცა და მასშტაბური პერფორმანსი გამართა.

ხუთდღიანი კონცერტების სერია, სწორედ ახალგაზრდა შემსრულებლის სანახაობით გაიხსნა. მან აუდიტორიას კიდევ ერთხელ შეახსენა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო მისთვის ,,გლასტოს” სცენაზე დგომა და სიმღერა. 200,000-იანი პუბლიკის წინაშე მომღერალმა კარიერის ყველა მნიშვნელოვანი და პოპულარული ჰიტი, მათ შორის: Be the One, New Rules, Levitating, Hallucinate, Training Season, Houdini შეასრულა…

აღსანიშნავია, რომ დუა ლუპას ,,ინგლისის ვუდსტოკზე” აქამდეც უმღერია, თუმცა ეს მისი პირველი გრანდიოზული შოუ იყო.

შეგახსენებთ, რომ ,,გლასტონბერის თანამედროვე წარმოდგენითი ხელოვნების ფესტივალი”, რომლის ისტორია 70-იანი წლებიდან იწყება, დიდი ბრიტანეთის უმნიშვნელოვანეს მუსიკალურ ღონისძიებათა რიცხვშია. ის ტრადიციულად, ზაფხულში, ივნისის ბოლო კვირას ტარდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები