LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დუბაიში ხანძარს ჯეტპაკების საშუალებით ჩააქრობენ

147

დუბაის სამოქალაქო თავდაცვის კომიტეტმა ახალზელანდიურ კომპანიას Martin Aicraft 20 ჯეტპაკის შეუკვეთა, ცათამბჯენებზე გაჩენილი ხანძრისგან ნაკლები ზიანის მიზნით.

აღნიშნული კომპანია ჯეტპაკების დამზადებაზე უკვე რამდენიმე წელია მუშაობს. პირველი მოდელის გამოშვება კი 2016 წლისთვის იგეგმება. რეაქტიული მოწყობილობები იდეალურად გამოდგება ცეცხლის ჩასაქრობად, ამასთან, მათ რთულად მისადგომ ადგილებში შეღწევაც შეუძლიათ. სამოქალაქო თავდაცვის კომიტეტი პირველად არ იყენებს მსგავს სიახლეს, 2015 წლის განმავლობაში მათ 15 კვადროკოპტერი გამოიყენეს ხანძრის ჩასაქრობად რთულადმისადგომ რაიონებში.

რეაქტიული მოწყობილობების გამოყენება დუბაიში აუცილებელია, რადგან ამ ქალაქში მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობებია. ინჟინერები მომავალშიც არაერთი ცათამბჯენის აშენებას გეგმავენ, ამიტომ ჯეტპაკები, რომლებიც 305 მეტრ სიმაღლეზე ასვლას შეძლებს, ქალაქისთვის გარდაუვალია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები