დუბაიში აშენდება ახალი სასტუმრო, რომლის ნომრებიც 360 გრადუსით იტრიალებს და სტუმრებს სასურველი ხედის შერჩევის საშუალებას მისცემს.
„დეილი მეილის“ ინფორმაციით, Dynamic Tower-ზე მუშაობა იტალიელმა არქიტექტორებმა ჯერ კიდევ 2008 წელს დაიწყეს და მას საბოლოოდ 2020 წლისთვის ააშენებენ. ცათამბრჯენის სიმაღლე 80 სართულზე მეტი იქნება და ის ბრუნვას ძალიან მარტივად, ხმოვანი ბრძანებების მეშვეობით შეძლებს.
როგორც იდეის ავტორები აანონსებენ, ეს იქნება რაღაც ახალი და განსაკუთრებული, რომელიც მეტი იქნება ვიდრე 5 თუ 7 ვარსკვლავი.
საინტერესოა, რომ ახალი სასტუმროს მშენებლობისთვის 355 მილიონი ევროა გამოყოფილი.