LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დუბაიში სმარტფონი პასპორტად იქცა

80

დუბაის აეროპორტში დაინერგა უახლესი ტექნოლოგია, რომელიც საერთაშორისო რეისების მგზავრებს რეგისტრაციის პროცესს ბევრად გაუადვილებს. ამისთვის მათ სმარტფონში სპეციალური აპლიკაციის Smart UAE Wallet-ის ჩატვირთვა მოუწევთ.

პროგრამა პასპორტისა თუ სხვა დოკუმენტების მონაცემებს ინახავს და ასევე მას ბილეთისა და მგზავრობის დეტალების დამახსოვრებაც შეუძლია. დუბაის აეროპორტიდან გაფრენის დროს მგზავრს ე.წ. „ჭკვიანი გასასვლელის“ გამოყენება მოუწევს. იქ მას სმარტფონისა და თითის ანაბეჭდის საშუალებით რეგისტრაციის გავლა შეეძლება.

ახალი სისტემა ბევრად უფრო კომფორტულია, რადგან რეგისტრაციის პროცესს 9-12 წამამდე ამცირებს. აღსანიშნავია, რომ სიახლის ინიციატორი ემირატების მთავრობა და ავიაკომპანია Emirates გახდნენ და მისი გამოყენება დასაწყისისთვის მხოლოდ გაერთიანებული საამიროების მოქალაქეებს შეუძლიათ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები