დემნა გვასალია თავისი პირადი ბრენდის „ვეტმანსის“ ახალ კოლექციაში კვლავ საკუთარ მოგონებებს გვთავაზობს. 2019 – 2020 წლის ზამთრის ახალ მოდელებს შორის ნახავთ, შავ და ყავისფერ ფერებში ე.წ. დუბლიონკას.
ახალ მოდელებს შორისაა აქსევე დიდი ზომის ტყავის ქურთუკები და “მატრიცას” სტილის პრიალა და გრძელი ლაბადა.
ვისაც 90-ანები ახსოვს, მიხვდება, რომ ეს კოლექციაც დემნას მოგონებებია წარსულზე.
ასე რომ, თუ მოდას მიჰყვებით, თქვენს გარდერობში აცილებლად უნდა იყოს ერთი დუბლიონკა, რომელსაც დემნა ამ სეზონზე ბალენსიაგაში 2,123 ფუნტად ყიდის.




