„დუბროვნიკის ფორუმის“ ფარგლებში საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ეუთო-ს გენერალურ მდივანს, ფერიდუნ სინირლიოღლუს შეხვდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორგანიზაციის ფარგლებში თანამშრომლობის საკითხებსა და ეუთო-ს მომავალი თავმჯდომარეობისთვის საქართველოს კანდიდატურის პერსპექტივებს.
მხარეებმა განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება, უსაფრთხოების გამოწვევები და თანამშრომლობის გზები.
მაკა ბოჭორიშვილმა ხაზი გაუსვა ეუთო-ს ფარგლებში თანამშრომლობის და ჩართულობის მნიშვნელობას.
