კალათბურთელი დუდა სანაძე ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს, რომ ყველა მისი წარმატებული ნაბიჯი, მისი მეუღლის, ანუნა მდივნიშვილის დამსახურებაა.
„ჩემი წარმატება ანუნას წარმატებაა. თამამად ვამბობ, ჩემი ყველა წარმატებული ნაბიჯი ანუნას დამსახურებაა, ძალიან მიწყობს ხელს. შეიძლება, ვინც მას არ იცნობს და არ იცის, სპორტსმენის ცხოვრებაში მეუღლის როლი რამდენად დიდია, ამას ვერ ხვდებოდეს, მაგრამ ასეა.
ელემენტარული, სპორტულ რეჟიმში ხელშეწყობაც ძალიან მნიშვნელოვანია, აღარაფერს ვამბობ ფსიქოლოგიურ მხარდაჭერაზე.. ის ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ძალიან კარგ ფორმაში ვიყო და მოედანზე მაქსიმუმი გავაკეთო.
კულისებს მიღმა ჩემი წარმატების საწინდარი ის არის. საკუთარი თავი გადადებული აქვს…
ჩემი ოჯახის წვლილი ჩემს წარმატებაში მართლა ძალიან დიდია..
კარგი ოჯახის გარეშე მოედანზე ფსიქოლოგიურად ძლიერი ვერ იქნები. ცუდი თუ კარგი თამაშის შემდეგ ოჯახის გვერდში დგომა ძალიან გეხმარება. წარმატება იქნება თუ წარუმატებლობა, პირველ რიგში, ოჯახის წევრებთან განიხილავ, ისინი გაძლევენ მოტივაციას, რომ შემდეგ თამაშზე უკეთესი იყო“, – ამბობს დუდა სანაძე.
ცნობისთვის, კალათბურთელი დუდა სანაძე და მისი მეუღლე, ანუნა მდივნიშვილი პირველი შვილის მოლოდინში არიან. წყვილი ვაჟს ელოდება და როგორც დუდა სანაძემ აღნიშნა, მნიშვნელობა არ ჰქონდა, ბიჭის მშობლები გახდებოდნენ თუ გოგოსი, რადგან მათთვის ყველაზე მთავარი არა ბავშვის სქესი, არამედ მისი ჯანმრთელობაა.