LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დუეინ ჯონსონი Ford-ის სერვისის სახე გახდა (ვიდეო)

48

კომპანია Ford-მა სერვისის ახალი სარეკლამო კამპანია მოამზადა, რომლის სახე უკვე მეორედ, ცნობილი მსახიობი და შოუმენი, დუეინ ჯონსონი გახდა. ამბობენ, რომ ადამიანებს ავტომობილების შეძენას არ შთააგონებენ, მიზანი უფრო ”კეთილშობილურია” – საუბარი იმ ადამიანებზე, რომლებიც ავტომობილების ტექნიკურ მდგომარეობაზე ზრუნავენ.

”ძალიან გვიხარია, რომ დუეინი ისევ დაგვთანხმდა ყოფილიყო ჩვენი პარტნიორი. გარდა იმისა, რომ მას Ford-ის რამდენიმე ავტომობილი ჰყავს, ის ჩვენი მისიისა და ფასეულობების ასახვას იდეალურად ახდენს. Ford Service-ს დუეინ ჯონსონზე უკეთ ვერავინ განასახიერებდა” -ამბობს ჩრდილოეთ ამერიკაში Ford-ის მომსახურების აღმასრულებელი დირექტორი ბრეტ უიტლი.

კომპანიას ახალი სლოგანიც აქვს, რომელიც ასე ჟღერს: ”არავინ იცნობს Ford-ის ავტომობილებს იმაზე უკეთ, ვიდრე ისინი, ვინც მათ ემსახურება”. რეკლამა რადიო და ტელეეთერში გავა, ასევე გავრცელდება სოციალურ ქსელში მათ შორის თავად მსახიობის პროფილზეც. მთლიანობაში 140 მილიონიან აუდიტორიაზეა საუბარი.

”ჩვენი მიზანია არა ბევრი ავტომობილის გაყიდვა, არამედ სერვისმენების მიმართ ნდობის გამყარება. ჩვენი კამპანია განსაკუთრებულია, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ Ford-მა აშშ-ს ისტორიაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, ვამაყობ ამ თანამშრომლობით და დიდი საქმის ნაწილად ვგრძნობ თავს” – აცხადებს დუეინ ჯონსონი.

https://www.youtube.com/watch?v=f7utJAWuYI0

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები