ინგლისურმა Youtube-არხმა Carwow-მ ერთმანეთს Lamborghinis-ს ორი დინამიური მოდელი Huracan და Aventador შეაჯიბრა. სუპერქარებს 50 და 80 კმ/სთ სიჩქარიდან გახურება და ეფექტური დამუხრუჭების ტესტის ჩაბარება მოუხდათ.
Aventador ორჯერ უფრო ძვირი და მძლავრია. კაპოტქვეშ მას 6,5 ლიტრის მოცულობის V12 ძრავი აქვს და 750 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. რაც შეეხება Huracan-ს, ის მოძრაობაში 5,2 ლიტრის მოცულობის V10 ძრავს მოყავს და აგრეგატს 640 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია.
საპასპორტე მონაცემებით, SVპირველ ასეულს 2,8 წამში ავითარებს, ანუ Huracan-ზე 0,1 წამით უფრო სწრაფია. სამაგიეროდ, Huracan თავის კონკურენტზე 150 კგ-ით უფრო მსუბუქია. ასევე, ეს უკანასკნელი SV-ზე ორჯერ უფრო იაფიც ღირს და 500 ათასი დოლარის ნაცვლად მხოლოდ 280 ათასადაა შეფასებული.
თუ როგორ წარიმართა დუელი, ამის ნახვა კი უკვე ვიდეოში შეგიძლიათ.