რადიო „არ დაიდარდოს“ გადაცემის „რადიო დუეტი თაკო მელიქიშვილთან ერთად“ სტუმარია დუეტი „ლეონი“ – ლევან წვერავა მის მეუღლე ნინა. მათ შეასრულეს სიმღერა „შევხვდეთ ახალ წელს“, რომლის კომპოზიტორიც ლევან წვერავაა, ტექსტი ნანა ცინცაძეს ეკუთვნის, არანჟირების ავტორი კი ერეკლე დიდიაა.
გვესაუბრეთ ახალი პროექტის შესახებ…
დუეტი „ლეონი“ იშიფრება როგორც ლევანი და ნინი. ჯგუფი ,,სეიშენის” წევრებიდან მხოლოდ მე დავრჩი ქვეყანაში, ასე რომ გადავწყვიტე, რაიმე გამაკეთბინა, თანაც, როდესაც ასეთი მშვენიერი ქალბატონი მიმშვენებს წლების განმავლობაში მხარს, რატომაც არა, იდეაც ასე დაიბადა.
ჩვენ უკვე იტალიაში ჩავატარეთ სოლო კონცერტი, ეს იყო ჩვენი პირველი ნაბიჯი და იმდენად საოცარი ემოციები გვაჩუქა, რომ აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ.
