LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დუეტი „სატრფიალო“ მამა გიორგისა და ქეთევან დორეულის შესრულებით – სიმღერის პრემიერა ,,არ დაიდარდოში”, რომლის ტექსტის ავტორის ნანა ცინცაძეა

18
nanacincadzeqetevandoreuli20129

ლაშა რამიშვილის საავტორო გადაცემას ,,ღვინო, დუდუკი, ქალები” ყველასათვის საყვარელი ქალბატონი ნანა ცინცაძე და ქეთევან დორეული სტუმრობდნენ სიმღერის პრემიერით – დუეტი „სატრფიალო“ მამა გიორგისა და ქეთევან დორეულის შესრულებით. სატელეფონო ხაზზე ჩაერთო ნანა მესხი, რომელმაც მოკლედ ისაუბრა სიმღერის შექმნის ისტორიაზე.

გავიხსენოთ ის პირველი ტექსტი, რომელზეც სიმღერა შეიქმნა..

მაშინ სკოლის მოსწავლე იყო ჩემი  ბავშვობის მეგობრის ქალიშვილი, თიკო ქათამაშვილი,  რომელმაც დაწერე სიმღერა დუეტი და შეასრულა არჩილ ფურცელაძესთან ერთად. ასე შედგა ჩემი პირველი დებიუტი ლექსზე „როცა არავინ მომიტანს ვარდებს“.  შემდეგი იყო ჩემი მეგობრების თხოვნა, რომ დამეწერა ჩვენი ახალგაზრდობის ჰიმნი, რაზეც აღდგომის ღამეს შექმნეს მელოდია. შემდეგ ჩემმა ექიმმა მეგობრებმა მთხოვეს მამუკა ბეგაშვილისთვის დამეწერა ლექსი, მაშინ არ ვიცოდი ვინ იყო ეს არაჩვეულებრივი ადამიანი. ხოლო ჩემი პირველი სიმღერა, რომელმაც მომიტანა წარმატება არის „არ მიყვარხარ“.

ჯერ ტექსტი იქმნება თუ მუსიკა ?

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მელოდიას, ვინ მღერის და რა განწყობა აქვს. დღევანდელი პრემიერა რაც გვაქვს ეს არის ლექსზე დაწერილი სიმღერა. როდესაც შენს ლექსზე წერ სრულიად თავისუფალი ხარ ყველაფრისგან.

გაგვაცანი ეს გოგონა, რომელიც მოგვიყვანე სტუმრად..

ეს გოგონა არის ქეთი დორეული, რომელიც არის სოლო მომღერალი. ასევე მღეროდა გოგონათა ანსამბლში. იყო თეონა ქუმსიაშვილის ბავშვობის მეგობარი. მღერის მის ძმასთან, ჩემს მამაოსთან გიორგი დორეულთან ერთად. ნიჭიერება ეს არის ჩემთვის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი, ეს გოგო და მისი ოჯახი კი ამის მაგალითია. ეს ლექსი ვაკის სამების ტაძარში მაქვს დაწერილი, როდესაც მამა გიორგის ველოდებოდი. იმედია ყველა შეიყვარებს ამ სიმღერას. დიდი მადლობა „არ დაიდარდოს“, რადგან თქვენ აკეთებთ ქართულ საქმეს. ქალაქური სიმღერა საქართველოს ნაწილია.

ქეთევან დორეული:

პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის, მივესალმები თქვენს რადიო მსენელს. მე დღეს ძალიან ამაყი ვარ, რომ გესტუმრეთ ქალბატონ ნანასთან ერთად. რაც შეეხება სიმღერას, ეს იყო ჩემთვის ძალიან დიდი სიხარული, ამისთვის კი ძალიან დიდ მადლობა ვუხდი ქალბატონ ნანას. მე მოვახერხე ჩემი დიდი ხნის ოცნების ახდენა, უფრო სწორად კი მე და მამა გიორგიმ, ჩემმა ძმამ და ჩავწერეთ დუეტი.

როგორ შეიქმნა სიმღერა, ვის ეკუთვნის იდეა?

ქეთევან დორეული:

დიდი ხანია მინდოდა მე და ჩემს ძმას დუეტი შეგვესრულებინა. ტექსტის დაწერაზე კი ქალბატონმა ნანამ ახსენა, რომ ვაკის სამების ტაძარში შეიქმნა. რაც შეეხება მუსიკას არის ნანა მესხის. ამ ორი უნიჭიერესი და კეთილი ქალბატონების დამსახურებაა, ასეთი დუეტის შექმნა.

ახლა კი სატელეფონო ჩართვით ნანა მესხი გვიერთდება..

მოგესალმებით ყველას და გამოვხატავ დიდ სიყვარულს თქვენს მიმართ. პირველი სიმღერა, რომელიც მამა გიორგის დავუწერე იყო ძალიან მძიმე და სევდანარევი. სულ ვთხოვდი ცოტა სახალისო და სასიამოვნო სიმღერა შეგვექმნა. ასევე ვიცოდი, რომ და-ძმას არ ქონდა დუეტი, ასე დაიბადა იდეა. ეს არის პირველი ჩემი სიმღერა ფოლკლორულ სტილში.

 

ქეთევან დორეული & მამა გიორგი დორეული – სატრფიალო

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

ქეთევან დორეული – ალმასთა სხივთა. Live

 

ნანა ცინცაძე & ქეთევან დორეული. ვიდეო კოლაჟი

 

ფოტოები

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები