კრემლის იდეოლოგი და პროპაგანდისტი ალექსანდრ დუგინი საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს „ტელეგრამ“ არხზე ეხმაურება და სამომავლოდ, საქართველოს BRICS-ში გაწევრებაზე საუბრობს.
კრემლის პროპაგანდისტი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილ მოიხსენიებს როგორც „ანტიქართულს“ და წერს და მისი ადგილი პარიზშია.
„საქართველოში ხელისუფლებაში ისევ სუვერენისტები მოდიან. ისინი სრულიად არ არიან პრორუსული მიმართულების, თუმცა არც დასავლური ინტერესების მსახურები არიან. ეს არის ეროვნული მოძრაობის კარგი მაგალითი – შეინარჩუნო სამშობლო, დაიცვა წესრიგი და გაიმყარო დამოუკიდებლობა და სხვების წინაშე მუხლიც არ მოიყარო.
„არჩევნების შედეგები აჩვენებს, რომ ქართველებს ესმით მეზობლებთან, პირველ რიგში რუსეთთან, თანამშრომლობის მნიშვნელობა“ – დსთ-ს გენერალური მდივანი
მისი თქმით, ვინც სხვა რამეს ამტკიცებს ან შეგნებულად ამახინჯებს რეალურ სურათს, შორსაა რეალობისგან.
„ქართულ ოცნებასთან“ ურთიერთობა მარტივი არ იქნება. თუმცა ხელისუფლებაში რომ მოსულიყვნენ სოროსის მარიონეტები და ექსტრემისტები, ჩვენი მდგომარეობა ბევრად უარესი იქნებოდა. ყველაზე ცუდ დღეში კი თავად ქართველები აღმოჩნდებოდნენ.
ოპოზიციამ მოიპოვა იმაზე მეტი მხარდაჭერა, ვიდრე სუვერენისტები მოელოდნენ, რის გამოც, საპარლამენტო უმრავლესობა არ შედგება, მაგრამ უბრალო უმრავლესობაც უკვე მიღწევაა. არეულობისთვის მიზეზი არ არსებობს.
„ქართული ოცნება“ ახლა სტრატეგიაზე უნდა დაფიქრდეს, უნდა ეცადონ, საქართველოს დაუბრუნონ ძველი დიდება, ასევე, დროა დაემშვიდობოთ ქართველოფობ პრეზიდენტს… ახლა ისინი წარმატებით ლავირებენ, მაგრამ ეს რესურსი უსასრულო არაა.
„ქართველებმა გაიმარჯვეს. ყოჩაღ!“ – მარგარიტა სიმონიანი
უნდა ეცადონ, საქართველოს დაუბრუნონ ძველი დიდება, ამჯერად ტრადიციულ, არალიბერალურ საფუძველზე და შეიყვანონ BRICS-ში. იქ მალე საკუთარი ვალუტა იქნება.
ახლა საჭიროა, მოვიცადოთ სააკაშვილის მომხრეებისა და სოროსის მიმდევრების რეაქციის მოგერიება და გამარჯვების გამყარება. ასევე, დროა დაემშვიდობოთ არაპოპულარულ და ქართველობ პრეზიდენტს. მისი ადგილი პარიზშია.“ – წერს ალექსანდრ დუგინი.