LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დუისბურგმა ჭანტურია გაუშვა

55

გიორგი ჭანტურია „დუისბურგის“ წევრი აღარ არის. ერთ დროს ბუნდესლიგის ბინადარი ახლა მეორე ბუნდესლიგიდან გავარდა, რაც გადათამაშება დათმო.

გავარდნიდან ერთი დღის შემდეგ “დუისბურგმა” 6 ფეხბურთელი გაუშვა. მათ შორის ქართველი ლეგიონერიც, რომელიც ბოლოს ყველაზე კარგად თამაშობდა.

საქმე ისაა, რომ გერმანიის მესამე ლიგაში არაევროკავშირელის თამაში აკრძალულია. ყველა განთავისუფლებულმა ფეხბურთელმა ავტომატურად მიიღო თავისუფალი აგენტის სტატუსი.
შეგახსენებთ, რომ ჭანტურიას მომავალს “ნიურნბერგს” უკავშირებენ, რომელმაც ბუნდესლიგაში გადასასვლელი პლეი ოფი დათმო („აინტრახტთან“) და გაისადაც მეორე ბუნდესლიგაში ითამაშებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g