სოფელ დუისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორმა კი დაზიანებები მიიღო.
როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის, უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.