„რა უბედურებაა, კაცი გეუბნება რომ ფეხებზე მკიდია შენი სტატუსიო. ღირსების დაკარგვაზე უარესი არაფერი არაა“, – ამის შესახებ „გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშია“-ს ერთ-ერთმა ლიდერმა, მურმან დუმბაძემ განაცხადა, რითაც იგი დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით გამოთქმულ აზრს გამოეხმაურა:
„ქალაქის მერი, პირდაპირი წესით არჩეული მილიონიანი ქალაქის მერი გამოდის და ამბობს, იცით რა თუ კანდიდატის სტატუსს არ მიიღებენ, სულ არ მაინტერესებს ეს სტატუსი, დაიტოვონ მათთვის.
და ამ დროს, ეს კაცი საკუთარ ბიზნესებს ავითარებს ევროპაში, ამაზე მეტი შეურაცხყოფა, ცოცხის გაყრა არ ჯობია?
ამ სიტყვას რომ ქართველ კაცს ეტყვის კალაძე, ამას არ ჯობია ცოცხი გაგიყარონ? რა უბედურებაა, კაცი გეუბნება რომ ფეხებზე მკიდია შენი სტატუსიო.
ღირსების დაკარგვაზე უარესი არაფერი არაა. ის ცოცხი ძალით გაუკეთეს და ჩვენ ნებაყოფლობით ღირსებას ვიყრით.“ – განაცხადა მურმან დუმბაძემ.