LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დუშეთი 60 წლამდე ასაკის ქალი მოკლეს

144
BeFunky-collage - 2020-10-07T122244.248

მკვლელობა დუშეთში – შემთხვევა სოფელ პავლეურში გვიან ღამით მოხდა. გარდაცვლილია 60 წლამდე ასაკის ქალი. ინფორმაციას “ფორტუნასთან” შს სამინისტრო ადასტურებს.

ამ დროისათვის გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე ახალგაზრდა ბიჭია. “ფორტუნას” ინფორმაციით, მკვლელობის ადგილზე არ შეინიშნება ძარცვის ან ყაჩაღობის ნიშნები, ამიტომ ამ დრომდე უცნობია მკვლელობის მოტივი.

შსს-ის ინფორმაციით საქმეზე გამოძიება დაწყებულია 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. შს სამინისტროს ცნობით,  სავარაუდო ეჭვმიტანილი ჯერ დაკავებული არ არის, მიმდინარეობს საგამოძიებლო მოქმედებები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები