LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დუშეთში 3 ახალი კოოპერატივი გაიხსნა

217

დუშეთის მუნიციპალიტეტში 3 ახალი კოოპერატივი გაიხსნა.

კოოპერატივები სოფლის მეურნეობისა და სოფლის განავითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების განვითარების მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში გაიხსნა.

კოოპერატივები „პომოდორნა“ და „საარაგვო“ მდებარეობს სოფელი ზემო ბულაჩაურში, ხოლო „მაღრანი ნატურალური“ – სოფელ ლაფანაანთკარში. 3 კოოპერატივში გაერთიანებულია 23 მეპაიე.

“პომოდორინა” სასათბურე მეურნეობაა, რომელშიც პომიდორის რამდენიმე სახეობას მოიყვანენ. “საარაგვოში” კარტოფილის სხვადასხვა ჯიშებს მოიყვანენ, ხოლო “მაღრანი ნატურალში” კარტოფილის სხვადასხვა ჯიშებს და მარცვლოვან კულტურებს მოიყვანენ.

დღეის მდგომარეობით საქართველოში 1510 სასოფლო სამეურნეო კოოპერატივია რეგისტრირებული, მათ შორის 84 მცხეთა – მთიანეთის რეგიონში.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნა, ხელს შეუწყობს ფერმერთა ძლიერი ფენის ჩამოყალიბებას, რაც სოფლად დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სტანდარტების დანერგვას, ადგილობრივი პროდუქციის წარმოების წახალისებასა და მისი კონკურენტუნარიანობის ზრდას განაპირობებს.

magti 5g