LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დუშეთში განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს – „ორ პირზე ფიზიკურად იძალადა, ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა“

193
დაკავება

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, დუშეთის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.

შსს-ს ცნობით, განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 2000 წელს დაბადებული პირი.

„გამოძიებით დადგინდა, რომ დუშეთის მინიციპალიტეტში მდებარე აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ბრალდებულმა ა.უ.-მ ორ პირზე ფიზიკურად იძალადა, ცივი იარაღის გამოყენებით მათ დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მძიმე დაზიანებების შედეგად ბ.ს. სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g