„დუშეთში თოვს“ – ეს სტატუსი ფოტოებთან ერთად „ფეისბუქზე“ საქართველოს პრეზიდენტის ცოლმა, მაკა ჩაჩუამ განაცხადა.
გარდა მაღალი მთისა და დუშეთისა, დღეს თბილისის შემოგარენშიც მოთოვა. თოვს კოჯორში, ნაფეტვრებში. თბილისის შემოერთებულ ტერიტორიაზე „თბილსერვის ჯგუფი“ მთელი ღამის განმავლობაში გაწმენდით სამუშაოებს ატარებდა და გზებზე ტექნიკურ მარილს ყრიდა.
სინოპტიკოსები გამოდარებას რამდენიმე დღის განმავლობაში კვლავ არ პროგნოზირებენ.