შანხაის უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მკვლევრებმა DVD-ის ფორმის დისკი შექმნეს, რომელსაც 1.6 პეტაბიტის მონაცემების შენახვა შეუძლია, რაც დაახლოებით 200 000 გიგაბიტია.
ახალი მოწყობილობა 40 000-ზე მეტ DVD-ს ჩაანაცვლებს. იგი 4000-ჯერ აღემატება Blu-Ray-ის მონაცემთა სიმკვრივეს და დაახლოებით 24-ჯერ ყველაზე მაღალი ტევადობის მყარ დისკებს.