თბილისში ახალგაზრდა მამაკაცს, დათი გავაშელს ამ დრომდე ეძებენ.
როგორც „ფორტუნას“ მისმა მეუღლემ, ლიზა ხარაშვილმა განუცხადა, დათი გავაშელი ნაცნობებმა ღამის 03:00 საათზე დიღომში, ძაღლთან ერთად იპოვეს, თუმცა მან ძაღლი, რომელიც თან ახლდა, ნაცნობებს მეუღლესთან გაატანა, თავად კი გაიქცა:
„ღამის 3 საათზე ახლობლებმა დიღომში, „ვენდისთან“ ჩასახვევთან იპოვეს, თან ჰყავდა ჩვენი ძაღლი – ლაბრადორი. როცა უთხრეს, შენი მეუღლე გეძებსო, ძაღლი ჩემთან გამოატანა და თვითონ გაიქცა.
ამ ეტაპზე, ძაღლი თან არ ჰყავს, მაგრამ არის ძალიან შესამჩნევი, როგორც გავიგე, თვითონაც სულ ტალახიანი იყო, ალბათ იძრომიალეს, შესამჩნევი იქნება მოსახლეობისთვის, ადამიანი ქუჩაში ასე თხლად ჩაცმული რომ იქნება, ამ ყინვაში, უბრალოდ შეიძლება ვერ გაძლოს, ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანების ჩართულობა, თუ შენიშნეს მაშინვე დარეკონ.
სხვა არაფერი ვიცით… პოლიცია ჩართულია“, – უთხრა „ფორტუნას“ დათი გავაშელის მეუღლემ.
ლიზა ხარაშვილი მიმართვას სოციალურ ქსელშიც აქვეყნებს:
„ჩემი მეუღლე დათი გავაშელი დაიკარგა გუშინ 5 საათისთვის. გთხოვთ, ყველას, დამეხმარეთ, ყველა წუთს აქვს მნიშვნელობა! არის ძალიან თხლად ჩაცმული და უკვე 17 საათია ქუჩაშია. ბოლოს ნახეს ღამის 3 საათზე დიღმის ტერიტორიაზე. ვეძებთ უშედეგოდ. თუ ვინმე შენიშნავთ დამირეკეთ – 591000220.
ძალიან გთხოვთ, დამეხმარეთ, მხოლოდ თქვენი იმედი გვაქვს, რადგან პოლიცია იმედს ვერ გვაძლევს და უკვე დიდი დროა გასული“, – წერს ის.
ჩემი მეუღლე დათი გავაშელი დაიკარგა გუშინ 5 საათისთვის.გთხოვთ ყველას დამეხმარეთ ყველა წუთს აქვს მნიშვნელობა! არის ძალიან…
Posted by Liza Karashvili on ორშაბათი, 15 იანვარი, 2024
თბილისში ახალგაზრდა კაცს და მის ძაღლს ეძებენ