ძახველას, როგორც ცოცხლად ისე გადამუშავებული სახით, საუკეთესო სამკურნალო თვისებები გააჩნია და მისი მიღება ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეუძლია. თუმცა, აქაც სათანადოდ უნდა დავიცვათ წესები, რომლის გათვალისწინებითაც საუკეთესო შედეგს მივიღებთ. იგი შეიცავს: მთრიმლავ ნივთიერებებს, ფისებს ორგანულ მჟავებს, გლიკოზიდებს, ფლავონოიდებს, C და K ვიტამინებს, შაქარს, ორგანულ მჟავებს.
ხალხურ მედიცინაში ძახველის ქერქის ნახარში გამოიყენება კრუნჩხვების, უძილობის, ისტერიის დროს, რადგან მას გააჩნია დამამშვიდებელი მოქმედება. იგი კარგად მოქმედებს ბავშვებზე გაცივების დროს. გამოიყენება როგორც ანთების საწინააღმდეგო საშუალება მშობიარობის შემდგომ პერიოდში. ასევე გინეკოლოგიური დაავადებების დროს სისხლდენის შემთხვევაში, ბუასილის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადების დროს, არის ოფლმდენი საშუალება. დამამშვიდებელი მოქმედება აქვს აგრეთვე ძახველის ნაყოფს. ნედლი ნაყოფის წვენი და ასეთი სახის ჩაი სასარგებლოა ჰიპერტონიული დაავადებების დროს.
ძახველის ნაყოფი ძალიან სასარგებლოა მძიმე ავადმყოფებისათვის გამოჯანმრთელების პერიოდში, როგორც გამამაგრებელი საშუალება. ნედლი ნაყოფი ან მისგან მომზადებული წვენი, კისელი, ჟელე, შეიძლება მიიღოთ ვიტამინების ნაკლებობის დროს. ხალხურ მედიცინაში ძახველის ნაყოფს იყენებდნენ როგორც საფაღარათო, მადეზინფიცირებელ საშუალებას. ნაყოფის ნახარში თაფლთან ერთად კარგია ზედა სასუნთქი გზების ანთების და კუჭის აშლილობის დროს.
ძახველის ნაყოფის ნაყენი გამოიყენება აგრეთვე კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების, ენტეროკოლიტების, გულის ან თირკმელების დაავადებებით გამოწვეული შეშუპების, კანის წყლულოვანი და ჩირქოვანი დაავადებების დროს. ახალგაზრდა ტოტების ქერქის ნახარში კი კარგი საშუალებაა ფეხების ოფლიანობის დროს. ძახველის წვენი გამოიყენება საოჯახო კოსმეტიკაშიც, ფერისმჭამელების მოსაშორებლად და დიათეზის დროს, (ისვამენ სახეზე 30 წუთით ადრე დაბანამდე).