LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ძალადობა მიუღებელია და ოპერატორის ქმედებას აუცილებლად უნდა მოჰყვეს შესაბამისი რეაგირება ტელეკომპანია “იმედის” მხრიდან” – ქარტია

266
BeFunky-collage - 2022-12-14T235854.758

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ტელეკომპანია “იმედის” ოპერატორის მიერ, “მთავარი არხის” ჟურნალისტ, ნატალი ჯახუტაშვილისთვის მიყენებულ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს.

როგორც ქარტიის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, ძალადობა მიუღებელია და ოპერატორის ქმედებას „იმედისგან” რეაგირება უნდა მოჰყვეს.

“2022 წლის 14 დეკემბერს, პირდაპირ ეთერში მუშაობის დროს, „მთავარი არხის” ჟურნალისტს, ნატაშკა ჯახუტაშვილს, ტელეკომპანია “იმედის” ოპერატორმა ხელი ჰკრა.

ჩართვის დასრულების შემდეგ კი, “მთავარის” ჟურნალისტის შენიშვნას “იმედის” ოპერატორმა სიტყვიერი შეურაცხყოფითა და გინებით უპასუხა.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ქალ ჟურნალისტს შეურაცხყოფა კაცმა ოპერატორმა მიაყენა, შესაბამისად, ჩნდება ეჭვი, ხომ არ ჰქონდა ამ ქმედებას გენდერული საფუძველიც.

აღსანიშნავია, რომ არხის ხელმძღვანელობამ აღნიშნული ფაქტი დაგმო.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო აცხადებს, რომ ძალადობა მიუღებელია და ოპერატორის ქმედებას აუცილებლად უნდა მოჰყვეს შესაბამისი რეაგირება ტელეკომპანია “იმედის” მხრიდან.

იმ შემთხვევაში, თუ ჟურნალისტური საქმიანობის დროს ხდება წინაღობის შექმნა სხვა მედიის წარმომადგენლის მხრიდან, მნიშვნელოვანია მითითება მოხდეს ეთიკური ნორმების დაცვით. ძალადობა დაუშვებელია”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

ამავე თემაზე:

პირდაპირი ეთერის ნახვის შემდეგ მივხვდი, რომ ძალიან უხეშად გამომივიდა.. თავის მართლებას ვერ დავიწყებ და ბოდიშს ვიხდი – „იმედის“ ოპერატორი

“რა მასშტაბის სიმდაბლეა კოლეგას ჯერ ხელი ჰკრა, მერე აგინო და ტირილამდე მიიყვანო.. შეიძლება ვცდები და კადრებში არ ჩანდა მხარდაჭერა?” – დათო გორგილაძე

ხელის კვრაზე არანაკლებ მძიმე სანახავი და მოსასმენი იყო გინება და შეურაცხყოფა, აუცილებლად ვიმსჯელებთ და მოჰყვება შესაბამისი რეაგირება – ირაკლი ჩიხლაძე

mazda magti 5g