„ყველანაირი ძალადობა მიუღებელია. არ აქვს მნიშვნელობა ვის მიმართ იქნება ის“, – ამის შესახებ თბილისის მერმა განაცხადა.
კახა კალაძის თქმით დანაშაულის ყველა მონაწილე მკაცრად დაისჯება.
“ძალადობა, აგრესია, შეურაცხყოფა და ზოგადად, ის ანტაგონიზმი, რაც იკვეთება ბოლო თვეების განმავლობაში სხვადასხვა, პოლიტიკურად მოაზროვნე ადამიანებს შორის, არ ვარგა ეს, დაუშვებელია.” – კახა კალაძე
“ძალადობა მხოლოდ ფიზიკური არ არის, ძალადობა არის ფსიქოლოგიურიც” – თბილისის მერი ამბობს, რომ საჭიროა უფრო მეტი სიყვარული და პატივისცემა.