შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ერთი პირი ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს. დაკავებულის მიერ ჩადენილი დანაშაული ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისძირში მცხოვრები პირი სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას მეუღლეს. ასევე, დადგინდა, რომ ბრალდებულმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლის მამასაც,“ – წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიება ოჯახში ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 126-ე პრიმა მუხლით.