ცნობილი ამბავია, რომ დეა გოშხეთელიანის ქმარმა მასზე იძალადა და მას შემდეგ ქალმა საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლა გადაწყვიტა. ის მეუღლეს გაშორებულია, მამაკაცი კი სასჯელს ციხეში იხდის.
ახლახან დეა გოშხეთელიანმა გამოაქვეყნა პოსტი, სადაც წერს იმის შესახებ, რომ ყოფილი ქმრის ადვოკატი, ირაკლი შენგელია მას სიყვარულს უხსნის.
„მოკლედ, მეგობრებო, ასეთი ამბავია ჩემი ყოფილი ქმრის სასჯელაღსრულებიდან გამოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე.
არ ვიცი, ეს სასაცილოც არის და სატირალიც მგონი, მოკლედ, დღეს შუადღეს მირეკავს ჩემი ყოფილი ქმრის ერთ-ერთი ადვოკატი, ირაკლი შენგელიამ. არ ვიცი, ჩემი ნომერი საიდან გაიგო , როგორც თვითონ მითხრა, “ერთმა კარგმა ადამიანმა მისცა”.
თავიდან მომატყუა ვინაობა და მეც აგრესიულად მივაწექი, ეგრე არ ეცნობიან-მეთქი და ქურდულს თუ აწვები, მოდი, სადაც გინდა, როცა გინდა და “ჩავიცუცქოთ” და “ვიბაზროთ” ერთი-მეთქი, არც ეგ მეშლება-თქო, თუ ერთი ადგილი გაქვს, ახლავე გიბარებ ,მოდი და პირადად გამესაუბრე, რისი თავი გაქვს “მერაბთქო” (ის სახელი რაც თვითონ მითხრა).
მერე დაიწყო, რაც დაიწყო, მეგობრებო, მოემზადეთ – ჩემი ოცნების ქალი ხარო, გაღმერთებო, ისეთი ლამაზი ხარო, შენი ქმარი ნაძირალაა, როგორ გაბედა შენი ცემაო, მერე ლექსი წამიკითხა, თან ვეღადავებოდი, თან ვეაგრესიულებოდი, რათა გამომეტეხა, ვინ იყო (პარალელურად ვარკვევდი).
მერე 13 ოქტომბერს ვიცი, რომ დაბადების დღე გაქვს და ჩამოვალო და გნახავო, მეთქი არ ჩამომსვლელის-თქო… მოკლედ, ამ ლაპარაკში ჩემით გავარკვიე, ვინც იყო და ვუთხარი, ესა და ეს ხარ ვიცი და რა გინდა ახლა, რატომ მირეკავ-თქო, დაიბნა უცებ, ჩაუვარდა ენა, მერე რა იყო, რა მოხდაო, – რა იყო და მე აგიკრძალე მგონი ჩემთან რაიმე სახის კონტაქტი არ იყო შენთვის გასაგები-მეთქი?
მერე ისევ დაიწყო გაღმერთებო, ჩემი ოცნების ქალი ხარო, ქალღმერთი ხარო, ვიცი მეთქი ეგ ყველაფერი, ქალღმერთიც რომ ვარ, ლამაზიც და ოცნებაც-თქო, რა გინდა, ჩაიჭერი კაცობაში ამ წუთას ჩემთან-თქო.
ხოდა, ახლა სადღეგრძელო უნდა მოგიძღვნაო, 13-ში ჩამოვალო და გათიშა.
მე კი ვხვდები, რომ აშკარად მენტალური პრობლემები აქვს ამ ადამიანს, იმასაც ვფიქრობ, ყველა ასეთი მე როგორ უბდა გადამეკიდოს, ცოტა მეცინება, ცოტა ვბრაზდები, მაგრამ ყველაზე მეტად ის მაინტერესებს, ახლა აი, ეს საქციელი რა კანონში, რა ეთიკაში, რა ნორმაში ჯდება საერთოდ და თუ ვინმემ იცით ამიხსენით , იქნებ მე ვერ ვიგებ )))
და კიდევ, ეს აშკარად მენტალური პრობლემების მქონე ადამიანი, მით უმეტეს ჩემი ყოფილი ქმრის ადვოკატი – რამდენად საფრთიხს შემცველია ჩემთვის ?????
გმადლობთ.
პს. შენ გამო ვენები გადავიჭერი, ეს თუ იცი შენო, ესეც მითხრა “ბლატავით” და სიამაყით და იმედი მაქვს, ამის წაკითხვის შემდეგ კვლავ არ გადაიჭრის“.