LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძალადობის წახალისება, დაშვება და ნორმალიზება თავად ხელისუფლებამ მოახდინა: NGO 5 ივლისის ძალადობაზე

84
თამთა მიქელაძე

თბილისში განვითარებულ მოვლენებს და მედიაზე განხორციელებულ ძალადობას სამოქალაქო სექტორი ეხმაურება.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეწფასებით, ეს იყო წინასაარჩევნო გარიგება საპატრიარქოსთან და მათი კეთილგანწყობის მოსაპოვებლად დაგეგმილი დაპირისპირება.

“ძალადობის წახალისება, დაშვება და ნორმალიზება თავად ხელისუფლებამ მოახდინა და ნამდვილად არ მაქვს იმედი, რომ მისი საგამოძიებო ინსტიტუტები დღეს უკვე ამ ფაქტებს გამოიძიებენ,” – სოციალური სამართლიანობის ცენტრის” თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი თამთა მიქელაძე

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებამ ამ ყველაფრით საპატრიარქოს გული წინასაარჩევნოდ მორიგ ჯერზე მოიგო და ეს, მათივე თქმით, პირველად არ ხდება.

magti 5g